კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ახლი საცხოვრებლით ჩანაცვლდება-ჭიჭინაძის ქუჩაზე ძველი ავარიული კორპუსის რეკონსტრუქცია იწყება

სამგორში, ჭიჭინაძის ქუჩაზე ავარიულ კორპუსში ამ დროისთვის 26 ოჯახი ცხოვრობს.

კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ახლი საცხოვრებლით ჩანაცვლდება-ჭიჭინაძის ქუჩაზე ძველი ავარიული კორპუსის რეკონსტრუქცია იწყება

„აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა კონსულტაცია. შევთანხმდით კორპუსის დემონტაჟზე, რომლის ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება. მოლაპარაკებების დროს ხშირად ადგილობრივები ითხოვენ ფართების გაზრდას, რაც შეუძლებელია. მუნიციპალიტეტი იძლევა ზუსტად იმ რაოდენობის ფართს, რაშიც ისინი ცხოვრობდნენ. აღნიშნული პროგრამით ბევრ ოჯახს დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ მერის ინფორმაციით რამდენიმე შენობის ახლით ჩანაცვლება, მოსახლეობის მიზეზით შეჩერდა, ვინაიდან ავარიული შენობის მაცხოვრებლები არსებულზე მეტ ფართს ითხოვენ, რასაც მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება ყველას დაკმაყიფილებას.