ავარიული კორპუსი, რომელიც შესაძლოა ყოველ დღე ჩამოინგრეს-სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

ძველი მშენებლობის უმეტესობა, თბილისში ავარიულია. ძირითად შემთხვევაში მცირე დაზიანებას ყურადღებას არავინ აქცევს, ამიტომ დაზიანება ნელ-ნელა სიცოცხლისთვის საშიში ხდება. უნდა ითქვას რომ პრობლემა მასშტაბურია, დღეს დედაქალაქში არაერთი ძველი აშენებული კორპუსია ავარიული, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები დადიანის ქუჩიდან გამაოგნებელია.

ავარიული კორპუსი, რომელიც შესაძლოა ყოველ დღე ჩამოინგრეს-სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

ცხოვრება შიშის ქვეშ, ნახევრად დანგრეულ კორპუსში, რომლის კედლებიც გახსნილია.ასეთია თბილისში – ცოტნე დადიანის II მკ/რნ, მეორე კორპუსის 9 სართულიანი საცხოვრებელი, სადაც ხალხი ცხორობს. აღნიშნული საცხოვრებლიდან გავრცელებული კადრები შემაშფოთებელია, დანგრევის პირად მყოფ კორპუსში ამ დრომდე რჩებიან ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტისგან დახმარებას ელოდებიან.

კადრებს, რომელსაც თბილისელების დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.