ასაფეთქებელი ბორტზე-აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან დაბრუნდა
wizzair-ის რეისი, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით მიფრინავდა რამდენიმე წუთშიუკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
შემთხვევის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიგანმარტებას ავრცელებს, მიზეზად კი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასახელებს, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროისთვის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.