გამოხვალთ იპოდრომის დასაცავად? ვინ გეგმავს აქციას საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე აქციის მოწყობას
სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივობამ "ჩემი ქალაქი მკლავს" იპოდრომთან აქცია დაანონსა და დედაქალაქელებს, მოუწოდა შეუერთდნენ პროტესტს რათა იპოდრომზე ახალი მშენებლობები არ დაუშვან.
“იპოდრომის ტერიტორიაზე 80 000 კვ/მ ტყის ნაცვლად იგეგმება 7 მრავასართულიანი კორპუსის ჩადგმა, რათქმაუნდა არ ვაპირებთ ამას ასე მშვიდად რომ ვუყუროთ და ვგეგმავთ აქციებს, ასევე იგეგმება ყველა დაინტერესებული მოქალაქის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო.” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იპოდრომთან დაკავშირებულ მშენებლობებზე დიდი ხანია განხილვა მიმდინარეობს, რადგან თბილისელებს, ძველი იპოდრომის ნაცვლად მწვანე ზონის განვითარება სურთ. ტერიტორიაზე ახალ მშენებლობებს “ვისოლ ჯგუფი” განახორციელებს. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ იპოდრომს სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს და მოსახლეობა წლებია ადგილზე მშენებლობებს აპროტესტებს, გასულ წელს პეტიციაც შედგა.