აპარტამენტი ასათიანის ქუჩიდან, რომელიც 1000$-ად ქირავდება
თბილისში სოლოლაკში, ლადო ასათიანის 29 ნომერში, აპარტამენტი 1000$-ად ქირავდება. მე-20 საუკუნის სახლის პირველი პატრონის შესახებ, ცნობებმა არ მოაღწია. მაგრამ უნდა ითქვას, როგორც ძველი თბილისის სახლების უმეტესობა, ამ კონკრეტული სახლის ისტორიასაც სომეხ ვაჭარს მიაწერენ, თუმცა სინამდვილე ახალ უკვე რთული დასადგენია. იდუმალებით მოცული, საუკუნოვან შენობაში, აპარტამენტის ინტერიერი ძველისა და ახლის იდეალურ შერწყმად შეიძლება ჩაითვალოს.
ერთ საძინებლიან აპარტამენტს განსაკუთრებულობას, მისაღებში ქართული ქვით მოპირკეთებული ბუხარი ჰქმნის. როგორც ირკვევა, სახლის აივანი შენობის უკანა ხედით იტალიურ ეზოზე გადის და ნამდვილ ძველ თბილისურ ატმოსფეროს ჰქმნის.