მიმოფანტული საყოფაცოვრებლო და სამშენებლო ნარჩენები, ანტისანიტარია დიდუბის რკინიგზის სადგურში-სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება
რკინიგზის სადგურებზე დასუფთავება დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს, წლების მანძილზე დაბინძურებული რკინიგზის სადგური ვაგზალზე, რამდენიმე თვის წინ გაწმინდეს, თუმცა კვლავ საჭიროებს დასუფთავებას.
რაც შეეხება კონკრეტულ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიდუბის რკინიგზის სადგურშია გადაღებული, სადაც უამრავი მგზავრი გადაადგილდება ყოველდღიურად. კადრებში ჩანს მიმოფანტული საყოფასცოვრებლო და სამშენებლო ნარჩენები და სრული ანტისანიტარია, რაც მართლაც მძიმე სანახავია. ბუნებრივია პასუხისმგებლობა რკინიგზას ეკისრება ვინაიდან ტერიტორია მას ეკუთვნის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შესაბამისმა სამსახურმა ნახა, ისღა დაგვრჩენია რეაგირებას დაველოდოთ.
აღსანიშნავია, რომ kalaki.ge-მ აღნიშნულ ტერიტორიაზე 2023 წლის მაისში გამოაქვეყნა ახალი ამბავი, რომ ტერიტორია დაბინძურებულია და სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, იმ დროისთვის ერთ-ერთმა მკითხველმა ფოტოებიც კი მოგვაწოდა და გვთხოვა გაგვეშუქებინა ადგილზე არსებული ვითარება. როგორც ჩანს მის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ტერიტორია წინა წელზე მეტადაა დაბინძურებული.