ანტისანიტარია ღრმაღელის მეტროს წინ-kalaki.ge-ს მკითხველი რამდენიმე წუთის წინ გადაღებულ ფოტოს უგზავნის

გადავსებული ნაგვის ურნები, ბევრ უბანშია პრობლემა, მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს და ხშირდ გვიგზავნის ფოტოებს, რათა გავავრცელოთ, შესაბამისმა უწყებებმა დროულად ნახონ და აღმოფხვრან პრობლემა.

ანტისანიტარია ღრმაღელის მეტროს წინ-kalaki.ge-ს მკითხველი რამდენიმე წუთის წინ გადაღებულ ფოტოს უგზავნის

ჩვენმა მკითველმა ამჯერად ფოტო გურამიშვილის 38 ნომრიდან გამოგვიგზავნა , რომელიც მეტრო “ღრმაღელის” მოპირდაპირე მხარეა.

“ჩვენს უბანში ნაგვის ურნები არასაკმარისი რაოდენობითაა განლაგებული , შესაბამისად დღის ბოლოს სრული ანტისანიტარიაა. განსაკუთრებით დღის ბოლოს ყველაზე მეტად მეტროს მიმდებარე ტერიტორიაა დაბინძურებული “ – ამბობს ქალბატონი ნინო ჩვენთან საუბრისას.

Kalaki.ge “თბილ სერვის ჯგუფს” დაუკავშირდა , როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ კონკრეტული ტერიტორიიდან ნაგვის გატანა წინასწარ განსაზღვრულ დროებში ხდება .