ანტისანიტარია 21-ე საბავშვო ბაგა ბაღის წინ
თბილისში 21-ე საბავშვო ბაგა ბაღის წინ ტერიტორიიდან სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება. კადრებში სრული ანტისანიტარია ჩანს.
მოქალაქე, რომელიც ფოტოებს აქვეყნებს, ამბობს, რომ ტერიტორიიდან “თბილ სერვის ჯგუფმა” ნაგვის ურნები გაიტანა.
“იმის მაგიერ ნაგვის ურნები დაგემატებინათ რაც იყო ისიც გააქრეთ. გრცხვენოდეთ ზედ საბავშვო ბაღის კართან. ათასი დაავადების და ბაქტერიის წყაროა იმაზე აღარაფერს ვამბობთ რომ ძაღლებით გაივსო ტერიტორია რომლებიც ბავშვებს ერჩიან ლოტკინი, 21-ე საბავშვო ბაღთან ლუბოვსკის ქუჩაზე” -წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი შემთხვევის შესახებ “თბილ სერვის ჯგუფი” საქმის კურშია.