თბილისის ერთ-ერთი ძველი და მთავარი სიმბოლო ანძა ახალ სიცოცხლეს იწყებს -როგორი იქნება მოდერნიზებული თბილისის ანძა
თბილისის პირველი სატელევიზიო კოშკი ახალ სიცოცხლეს იწყებს, ანძის მოდერნიზება მალე დაიწყება და მას ახალი ფუნქია დაემატება. თბილისის სიმბოლოს, რომელსაც ბევრი წელი თბილისელები შორიდან აკვირდებოდნენ, ამიერიდან მისი მონახულება ყველასთვის შესაძლებელი გახდება.
მოდერნიზებული პროექტის მიხედვით, ანძაზე ოფიციალური ტურების მოწყობა, პროფესიონალ გიდებთან ერთად იქნება შესაძლებელი. განახლდებული – მოდერნიზებული, სატელევიზიო კოშკი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის – მუზეუმით, კვების ობიექტით თუ რეკრეაციული სივრცით სიმაღლეზე.
ანძის ფუნქციური დატვირთვა იზრდება, მაგრამ ის არ შეიცვლის ისტორიულ ვიზუალს – დარჩება იგივე ფერები, რომელიც მსოფლიო სტანდარტია – თეთრი და წითელი, მარტივად აღქმადი მფრინავი ობიექტისთვის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პირველი სატელევიზიო კოშკი, იგივე ანძა, თბილისის უმაღლეს წერტილს 1955 წლიდან ამშვენებს, ხოლო კონკრეტულად ახლანდელი ნაგებობა – 1972 წლიდან. მისი სიმაღლე 274,5 მეტრი იყო, თუმცა 2017 წელს დაემატა კონსტრუქციული ანტენა, რის შემდეგაც სიმაღლეში კიდევ 3 მეტრით გაიზარდა.