რა ბედი ეწია ამფითეატრს, რომლის აშენებაც ორთაჭალაში 2023 წელს დაიგეგმა-რა დაჯდება ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობა
თბილისში აფითეატრის მშენებლობის შესახებ, ცნობილი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა. მაშტაბური პროექტი, რომელიც გიორგი გურამიშვილის (ყოფილი გორგასლის) ქუჩა N10-ში მდებარე 1 სართულიანი შენობის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარედ ღია ამფითეატრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გულისხმობს. თუმცა ამ დრომდე პროექტზე მუშაობა არ დაიწყო რადგან, როგორც ირკვევა ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.
საბოლოოდ 27 თებერვალს გადაწყდა, რომ პროექტზე მუშაობას შპს „სპორტმშენსერვისი” დაიწყებს. საერთო ჯამში აფითეატრისთვის 1 539 800 ლარი დაიხარჯება.