ამ წუთებში სასტუმრო “ამბასადორი” იწვის
ძველ თბილისში შავთელის ქუჩაზე განთავსებულ "ამბასადორის" ბოლო სართულს ცეცხლი უკიდია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-ფოტო მასალა, სადაც ჩანს, რომ ცეცხლი უკიდია სასტუმრო “ამბასადორის” ბოლო სართულს. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიცია. ცოტა ხნის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები სამუშაოებს აგრძელებენ.