“ალიანს ჯგუფი“ ქობულეთში $112 მლნ-იან პროექტს აანონსებს
ახალი პროექტი „ალიანს რენესანსი“ საპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც სპორტულ, გამაჯანსაღებელსა და საინვესტიციო მიმართულებებს გააერთიანებს.
კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი საერთო პოდიუმით A, B, და C თაუერებს აკავშირებს და ის 14-სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს და მის უნიკალურ, 15 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს, რითაც 3 ძირითად ფუნქციურ მიმართულებას აერთიანებს, როგორიცაა: სპორტული, გამაჯანსაღებელი და საინვესტიციო.
როგორც BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს “ალიანს რენესანსის” მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე #291-ში უკვე დაიწყო და სამი თაუერის მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება.
“ინოვაციური ხედვით შექმნილი კომპლექსი, გლობალური მნიშვნელობის ველნეს კონცეფციითა და უნიკალური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, საქართველოს ველნეს ტურიზმის მიმართულების პოტენციალის რეალიზებასა და ქვეყნის ბუნებრივი ლანდშაფტის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.
ისარგებლეთ Presale უპირატესობებითა და ბენეფიტებით, განახორციელეთ ინვესტიცია პირველ მულტიფუნქციურ, საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს, ალიანს რენესანსში და გახდით რეგიონული მნიშვნელობის პროექტის პარტნიორი!” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.