როდის დასრულდება სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია
სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის, შენობების და ტერიტორიის რეაბილიტაცია/რესტავრაციის ძირითადი სამუშაოები 2024 წლის წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის, ამ დრომდე 5.012 მლნ ლარია დახარჯული.
რაც შეეხება მუზეუმის აღჭურვას, მიმდინარე წლის ოქტომბრამდეა დაგეგმილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნული დამოკიდებულია „სატენდერო პროცედურებზე”.
შეგახსენებთ, რომ სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყო, ხოლო მეორე ფაზის დასაწყებად ტენდერები 2019 წლიდან გამოცხადდა.