აქცია მშენებლობის წინააღმდეგ-მოსახლება ახალი კორპუსის აშენებას აპროტესტებს
თბილისში, ჭავჭავაძის 83, ნომერში საპროტესტო აქცია გაიმართა, მოსახლეობა ტრანსფარანტებით გამოვიდა და მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები სავალი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.