მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” სხვა რეალობა – რაში იყო მთავარი პრობლემა და რა იწვევდა მეტროს შესასვლელში საცობს?

დღეს "მეტრო ახმეტელი" სხვა რეალობაში აღმოჩნდა, როგორც ჩანს ბოლო ორი წლის მანძილზე მწვავე პრობლემა მოგვარდა. პირველად დიდი ხნის შემდეგ დილის საათებში მეტროს შესასვლელთან ხალხის დიდი ნაკადი აღარ იყო.

ორი დღის წინ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრში” რიგების განტვირთვის მიზნით, ე.წ. ტურნიკეტები დაამატეს.

როგორც აღმოჩნდა ხალხის დიდ ნაკადს სწორედ ტურნიკების მცირე რაოდენობა ქმნიდა, ვინაიდან ვიწრო გასასვლელები ხალხის ნაკადის შეფერხებას იწვევდა.

ის, რომ პრობლემა მოგვარდა ეს მხოლოდ გლდანელების ვარაუდია. ადგილობრივები დღევანდელ ფაქტს, სოციალურ ქსელში სწორედ დამატებით ტურნიკების დამონტაჟებას უკავშირებენ. დღეს დილის საათებში მეტროს მიმდებარე ტერიტორია უჩვეულოდ, ხალხის დიდი ნაკადის გარეშე იყო.