დილის 8:00 საათი “ახმეტელის მეტროსთან”-სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება
მეტროში შესასვლელად, მოქალაქეებს რიგში დგომა დიდხანს უწევთ, ვინაიდან დილის საათებში ტერიტორიას ხალხის მასა აწყდება. სოციალურ ქსელში კადრები გავრცელდა, რომელიც დილის 8:00 საათზეა გადაღებული და სწორედ ამ დროიდან იწყება მოქალაქეების რიგი მეტროში შესაღწევად.
დილის 8:00 საათზე გადაღებულ კადრებს, საჯარო ჯგუფ “ქალაქის პრობლემებში” ერთ-ერთ ერთი მომხმარებელი lob Pony ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ “მეტრო ახმეტელთან” დაკავშირებულ პრობლემაზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე განხილვა მიმდინარეობს.
საგულისხმოა, რომ მეტროს მეორე ამოსასვლელი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაპროექტდდა და გვირაბი გაყვანილია, თუმცა ახლა ის კორპუსების გარემოცვაშია.