სოფელ ახალქალაქს სახელწოდება გადაერქვა და მას “მეფისქალაქი” ეწოდა
მთავრობის, 7 აგვისტოს დადგენილებით, სოფელ ახალქალაქს გადაერქვა სახელწოდება და მეფისქალაქი დაერქვა.
„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს მეფისქალაქი,”- ვკითხულობთ დადგენილებაში.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.