97 ახალი ვაგონი თბილისის მეტროსთვის-დედაქალაქის მერია 205 მილიონ ევროს ტრანსპორტის განახლებისთვის გამოყოფს
დედაქალაქის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის სრულ განახლებას გეგმავს.
მერია თბილისის მეტროსთვის 97 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 205 მილიონი ევრო გამოიყო. თითოეული ვაგონის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარი (2.11 მლნ ევრო) იქნება.
“აღნიშნული შესყიდვის მიზნით შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მარტში გეგმავს დაიწყოს ბაზრის კვლევა, სატენდერო პირობებისა და შესყიდვის საბოლოო ბიუჯეტის დადგენის მიზნით, ხოლო უშუალოდ ტენდერის გამოცხადება ნავარაუდევია აპრილის ბოლოსთვის. 97 ერთეული ვაგონის (22 მატარებელი) მოწოდების ვადად განსაზღვრულია 7 წელი, რომელიც ძველი ვაგონების ეტაპობრივად ჩანაცვლების ოპტიმალურ ვადას წარმოადგენს,”- ნათქვამია მერიის განმარტებაში.