ახალი უბანი თბილისში – ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე ახალი მშენებლობა იწყება

მულტიფუნქციური უბანი, ასე წარადგინა კომპანია "თეთრმა კვადრატმა" ახალი პროექტი "ისანი პარკი". მშენებლობა ნავთლუღის #8 ნომერში დაიწყება.

ახალი უბანი თბილისში – ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე ახალი მშენებლობა იწყება

ახალი პროექტი 5 საცხოვრებელ ბლოკს გააერთიანებს, რომლებიც 27, 28 და 29 სართულიანები იქნება. შენობეში, საცხოვრებელ ბინებთან ერთად კომერციული ფსრთებიც განთავსდება. 1 ჰექტარზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. აქვე აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე იფუნქციონირებს, სკოლა და ბაღი.

კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსში ბინები 60 კვ.მ–დან დაიწყება. მშენებლობის დაწყებიდან კი შენობის ექსპლუატაციაში შესვლა, 4 წელიწადშია დაგეგმილი.