ნაძალადევის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა
მერიის ცნობით, დასასვენებელი სივრცის ფართობი 6 500 კვ.მ-ია.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, განთავსდება საპარკე სკამები, ასევე, სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი.
როგორც დედაქალაქის მერია იუწყება, პროექტის ღირებულება 830 158 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება.