ძველ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შენდება – რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი პროექტის მშენებლობა

დედაქალაქის ძველ ნაწილში კოტე აფხაზისა და ვახტანგ ბერიძის ქუჩების კუთხეში სასტუმრო Hilton-Canopy-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც გეგმის მიხედვით 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ძველ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შენდება – რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ახალი პროექტის მშენებლობა

პროექტს შპს „ძველი ქუჩა“ ახორციელებს, რომლის მიხედვითაც სასტუმრო 140 ნომრიანი იქნება, რომელსაც 2 მიწისქვეშა და 6 მიწისზედა სართული ექნება.

„მიგვაჩნია, რომ ძველი შენობები პირდაპირ შეხებაში არ უნდა ყოფილიყო ახალ კედლებთან და ისინი დაპროექტდა, როგორც დამოუკიდებელი, ცალკე მდგომი კომპოზიცია. ახალი მოცულობის 3-4 სართულიან ნაწილს, მიმდებარე ქუჩების (აფხაზის და ბერიძის) ხედვის რაკურსებიდან, მთლიანად ფარავს ძველი შენობების კედლები. ბოლო ორი სართული ამ ქუჩებიდან ხილვადია, თუმცა სულ ბოლო სართული კიდევ უფრო სიღრმეშია შეწეული და დასრულებულია ქანობიანი სახურავით. შენობის გარკვეულ და მნიშვნელოვან ნაწილზე დახრილი, თუნუქის სახურავის მოწყობა, ისტორიული ქალაქის განაშენიანებითაა ნაკარნახევი“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.