კიდევ ერთი ახალი მრავალბინიანი კორპუსი ძველი ავარიული საცხოვრებელი შენობის ნაცვლად

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში თბილისში, შუამთის ქუჩა N40-ში 11-სართულიანი საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსი აშენდება.

კიდევ ერთი ახალი მრავალბინიანი კორპუსი ძველი ავარიული საცხოვრებელი შენობის ნაცვლად

პროექტის თანახმად, კორპუსი 1 542 კვ.მ მიწის ფართობზე უნდა აშენდეს. ადგილზე სამუშაოების ჩატარებისთვის თბილისის განვითარების ფონდმა მიწაზე არსებული ნარგავების მოჭრა, გადატანა და ჩანაცვლება უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, წყალარინების ქსელის გადატანისთვის საჭირო სამუშაოების შესასრულებლად ფონდს გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა. შესყიდვის ღირებულება 11.5 მილიონ ლარს აღემატება.