თბილისის ცენტრში ახალი კორპუსისთვის ძველ სკვერში ხეებს ჭრიან-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის #30-ში შანხაის ქუჩის მიმდებარედ, სადაც ადრე მწვანე ზონა იყო, მშენებლობის დასაწყებად ხეებს ჭრიან.
ადგილობრივების განმარტებით, ყველაფერს აკეთებენ რათა მშენებლობა და ხეების მოჭრა შეჩერდეს, მათივე თქმით, სამხარაულიდან ტერიტორიის ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, ასევე ყველა შესაბამის უწყებაში გაგზავნილია დახმარების თხოვნა, თუმცა მშენებლები გაჩერებას არ აპირებენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იჭრება მრავალწლიანი ხეები ახალი მშენებლობის დასაწყებად, რაც არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია. ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლები მშენებლობის შესაჩერებლად აქციას აანონსებენ.