Air Iveria -ახალი ქართული ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს
საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია, Air Iveria ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიასთან კომერციული ხასიათის თანამშრომლობის სურვილი გლობალურმა კომპანია, Airbus-მა გამოთქვა.
ინფორმაცია ქართულ ბაზარზე ახალი ავაიაკომპანიის, თაობაზე მედიაში გავრცელდა.
საკითხზე მედიასთან, ავიაკომპანიის დამფუძნებელი აკეთებს კომენტარს, რომლის ინფორმაციითაც მომხმარებლებს დედაქალაქიდან, დღის უფრო ოპტიმალურ საათებში შესთავაზებს რეისებს. თუმცა კონკრეტულ მიმართულებებს ჯერ არ ასახელებს. “დღეს ქართულ ავიაბაზარზე ახალი ეროვნული ავიაკომპანიის არსებობის საჭიროება დგას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, განვითარებულ სამყაროს ქართველებმა ვაჩვენოთ, რომ ამ ბიზნესის კეთებაც შეგვიძლია. ეს იქნება ეროვნული, ნაციონალური ავიახაზები. ამ ეტაპზე, “Airbus Consalting”-თან ერთად ვამუშავებთ სტრატეგიული განვითარების გეგმას, რაც მიმართულებებსაც მოიცავს, თუ რა ბაზრებზე ვაპირებთ ოპერირებას. ამის შემდეგ გამოჩნდება საბოლოო კონტურები კაპიტალის მოთხოვნისა, სავარაუდოა, რომ ეს მინიმუმ 20 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია იქნება. გამორჩეულები ვიქნები კაპიტალის სტრუქტურიდან გამომდინარეც. კონკრეტულ ქვეყნებს ვერ დავასახელებთ, თუმცა აზია და ევროპის ქვეყნები იქნება პრიორიტეტი. ჩვენი პროექტი, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი ნაწილისგან შედგება, ამიტომ სხვადასხვა ბაზრებზე ვაპირებთ გასვლას” განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი გიორგობიანმა.