Georgian Wings-ის ახალი ქართული ავაია კომპანიის ახალი მიმართულება თბილისი-კიშინაუ ფრენა განხორციელდა
Georgian Wings-სმა პირველ საინაუგურაციო ფრენა კიშინაუში, მოლდოვას რესპუბლიკაში შეასრულა, ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
Georgian Wings-ის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი 2023 წლის ივლისის თვიდან ასრულებდა სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმის, თბილისი-ბაქოს მიმართულებით.