დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები, ვაკის რაიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა, რომლისთვისაც გამგეობიდან 606 000 ლარი დაიხარჯება.
რამდენიმე მისამართზე კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი – განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი – ფიტნეს-ზონა და კომბინირებული მოედნები. სკვერებში, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.