სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება – რა განცხადებას აკეთებს გარემოს დაცვის სამინისტრო

მწვანე ზონა და დაცული ტერიტორიები, ქყვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით იგეგმება, სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება – რა განცხადებას აკეთებს გარემოს დაცვის სამინისტრო

უწყების ცნობით, განისაზღვრება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრები, ზონები, რომლის შესაბამისად მომზადდება კანონპროექტი.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დაცული ტერიტორიების დაარსება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეისათვის საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა და ქვეყნის ტერიტორიის 13.3%-ს შეადგენს. სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები საქართველოში განსაკუთრებით მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა და ეკოსისტემებით გამოირჩევა და აქ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ისტორიული პროცესია, რომელიც ამ რეგიონების ბუნების შენარჩუნებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“-განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი დაცული ტერიტორიების შესწავლისა და შექმნის პროცესი გერმანიის მთავრობის პროექტის (BMZ/ KfW) – “ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” მხარდაჭერით მიმდინარეობს.