ფოტოფაქტი-თბილისში, გლდანში ახალი ბაღი გაიხსნა
განახლებული ინფრასტრუქტურა და ეზო, ახალი ფლიგელი და დამატებით 4 სააღმზრდელო ჯგუფი - ასეთია N89 რეაბილიტირებული ბაგა-ბაღი, რომელიც პატარებისთვის დღეს გაიხსნა.






დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შენობა რეაბილიტაცია მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია გახდა საჭირო. 12 ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო სააღმზრდელო ჯგუფი დაემატება. პროექტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 408 895 ლარით დაფინანსდა.