რეაბილიტირებული და ახალი შენობები-დედაქალაქს შვიდი ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

კახა კალაძემ თბილისელებს ახალი ბაგა-ბაღების შესახებ ამცნო. კერძოდ მიმდინარე წლიდან, თბილისში შვიდი ახალი შენობა შეემატება საბავშვო ბაღებს. მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

რეაბილიტირებული და ახალი შენობები-დედაქალაქს შვიდი ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

„2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი. ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში. ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება.