დღეიდან დედაქალაქში 7 მარშრუტზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, მერის ინფორმაციით ავტობუსის გაჩერებებზე მოცდის დრო შემცირდება

დღეიდან დედაქალაქში 7 მარშუტზე: 304-ე, 307-ე, 311-ე, 315-ე, 339-ე, 351-სა და 385-ზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატა. კახა კალაძის თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე დრო სხვადასხვა მიმართულებაზე 6-დან 15-წუთამდე შემცირდება.

დღეიდან დედაქალაქში 7 მარშრუტზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, მერის ინფორმაციით ავტობუსის გაჩერებებზე მოცდის დრო შემცირდება

„ეტაპობრივად მოხდება ყველა მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსების გაშვება, რაც არის უკვე გამოვლენილი სადაც საჭიროა, როგორც კი შემოვა ავტობუსები ყველა მარშრუტზე იქნება გადანაწილებული.

ამჯერად მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია რომ 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები ან სადაც 12-მეტრიანი მუშაობდა და შევიყვანეთ 18 მეტრიანი, გამოთავისუფლებული ავტობუსები დაემატება სხვადასხვა მიმართულების იმისთვის რომ მოცდის დრო შევამციროთ და ადამიანებს 40 წუთი არ უწევდეთ ლოდინი გაჩერებებზე.

ეს ავტობუსები მიმართული იქნება 304-ე მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 15-წუთამდე, 307-ე მარშრუტზე – 12 წუთამდე, 311-ეზე – 14-წუთამდე, 315-ეზე – 15-წუთამდე, 339-ეზე – 6-წუთამდე, 351-ეზე 10-წუთამდე და 385-ეზე – 10-წუთამდე,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.