“საშიში მდგომარეობაა, ვისაც გაქვთ წასასვლელი წადით!” – თბილისში ახალი აშენებული კორპუსი ინგრევა
თბილისში ვაშლიჯვარში, ემხვარის #9-ში 2019 წელს აშენებული კორპუსი ინგრევა, მოსახლეობას ორი დღის წინ განუცხადეს, რომ დატოვონ შენობა რადგან ახალი აშენებული კორპუსი ავარიულია, ამ დროისთვის ადგილობრივები სხვადასხვა სასტუმროშია გადაყვანილი.
როგორც ირკვევა ემხვარის #9-ში მდებარე ახალი აშენებული შენობის ნგრევი მიზეზი უხარისხო მშენებლობა და საშენი მასალებია. მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობისას გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა.
ინფორმციას კორპუსის მაცხოვრებელი თეა გოდოლაძე ავრცელებს.
“კარგად დააკვირდით ვაშლიჯვრის ავარიული კორპუსის ამ სურათს. კონსტრუქტორებმა უმალ მიაქციეს ყურადღება. მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობისას გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რაც ყოვლად დაუშვებელია. გავიარე კონსულტაცია ინჟინრებთან. ამოწმებენ, ვინ გასცა რეკომენდაცია კორპუსში მინაბოჭკოვანი არმატურის გამოყენებისთვის, რომელმა მშენებელმა არ გააპროტესტა(თუმცა უცოდინარმა რა უნდა გააპროტესტოს, ეგეცაა) და ბოლოს, ვინ ჩაიბარა კორპუსი და მწვანე შუქი აუნთო მის ექსპლუატაციას. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, აცრემლებული, დაზარალებული გოგონა ამბობს, კორპუსის მშენებელი ამ კორპუსშივე ცხოვრობს მეათე სართულზეო. თავად რომ სცოდნოდა, რომ სასიკვდილო განაჩენს აწერდა ხელს, იმიტომ რომ მიწისძვრის დროს ეს კორპუსი დაიფშვნებოდა, რატომ გარისკავდა ასე, სულელია?! ყველა გამვლელმა რომ მშენებლობა დაიწყო, ესეც ტრაგედიაა!
საგანგაშოა თბილისის კორპუსებში ვითარება, თუ აღმოჩნდა რომ თანხის დაზოგვის გამო, ასეთი სიბეცე კიდევ სხვა კორპუსებშია ჩადენილი. მივმართავ ახალგაზრდა ინჟინრებს, ამოიღეთ ხალხნო ხმა, მარტო ჩემთან კი ნუ ლაპარაკობთ! თქვენც ილაპარაკეთ. ვიცი, რომ გაჩუმებენ, გაბულინგებენ ეს ფულიანი ნაძირალა სამშენებელო კომპანიები და მათი ლობისტები, აიმაღლეთ ხმა. ხალხის უსაფრთხოებას ეხება ეს. (ერთ-ერთი ყოფილი პროკურორი სუფრაზე, ჩემზე ღლიცინებდა, ფრთხილად იყოსო, მანქანაში რამე არ აღმოაჩინოსო, კი წამიყენეს ბრალი 2 კაცის გალახვაზე და დამატარებენ სასამართლოში) ღმერთის იმედად დავრჩი, უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო! ილოცეთ, რომ თბილისში მიწისძვრა არ მოხდეს!”- აცხადებს თეა გოდოლაძე.