ახალაშენებული კორპუსი ბათუმში, სადაც დენის მრიცხველები არ არის – მოსახლეობა დახმარებას წლებია ითხოვს

ბათუმში, ქალაქის ცენტრში კორპუსი, რომელიც 2018 წელს აშენდა გამრიცხველიანებული არ არის, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს მოსახლეობა წლებია კომერციული ფართებიდან სარგებლობს დენით და ბუნებრივია მაღალი ტარიფით, თუმცა ეს ერთადერთი გამოსავალია, რადგან პასუხისმგებელი სამშენებლო კომპანია გაკოტრდა.

ახალაშენებული კორპუსი ბათუმში, სადაც დენის მრიცხველები არ არის – მოსახლეობა დახმარებას წლებია ითხოვს

ამბავი, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ ახალ აშენებულ კორპუსში ხდება ქართული ფილმის “ცისფერი მთების” სიუჟეტს ჰგავს, კორპუსში არ არის მრიცხველები. წლებია მოსახლეობა კომერციული დენით სარგებლობს, რომელიც ხშირად ითიშება, ვინაიდან სამშენებლო კომპანია “ბალავარი”, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაკოტრდა და მოსახლეობას აღარ პასუხობს, რაც შეეხება “ენერგო-პრო ჯორჯიას” ადასრურებენ რომ “ბალავერს” მისთვის არ მიუმართავს, არადა ადგილობრივების განმარტებით, სამშენებლო კომპანიამ მოსახლეობისგან დამატებით თანხა აიღო, რომელიც გამრიცხველიანებისთვის იყო საჭირო. kalaki.ge ბათუმის მერიას დაუკავშირდა, უწყების ცნობით აღნიშნული კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

ვინ აიღებს პრობლემის მოსაგვარებლად პასუხისმგებლობას უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობა წლებია ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრობს.