საბურთალოზე ჰიპერმარკეტ “აგროჰაბის”, რიგით მეოთხე ფილიალი გაიხსნა

მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს აგროჰაბის წარმოების ყველა ის პროდუქტი, რომელიც ცენტრალური საწარმოდან (საწარმო 2023 წელს გაიხსნა და აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, დანერგილია წარმოების უახლესი ტექნოლოგიები) მარაგდება ყველა არსებულ ფილიალში.

რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატები, აგროჰაბის ფერმებიდან ნედლი ხორცი, წიწილა, ვარია, ქათამი და კვერცხი, გაუყინავი თევზი და ზღვის დელიკატესები, აგროჰაბის სასათბურე მეურნეობის ბოსტნეული, ფრანგული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ. ასეთია არასრული ჩამონათვალი, საკვები პროდუქტების, რომელიც ადგილზე მისულ მომხმარებელს დახვდება.

2023 წელს თბილისში აგროჰაბის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება.