„აგროჰაბმა“ ავჭალაში ახალი ცენტრალიზებული საწარმო გახსნა
„აგროჰაბის“ ცენტრალიზებული წარმოება 3000 კვ.მ.-ზეა გაშენებული და თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ლაბორატორიებითაა აღჭურვილი.
“აგროჰაბის” დირექტორის ლაშა გოცირიძის განმარტებითკომპანიის მიზანია მრავალფეროვანი ქართული პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს.
„პირველ რიგში, ვზრუნავთ წარმოების და მეურნეობის ზრდა-განვითარებაზე. ნებისმიერ ფილიალში სტუმრობისას მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უწყვეტად მიიღოს ,,აგროჰაბის” წარმოების ყველა პროდუქტი – ხორცი, თევზი, საკონდიტრო ნაწარმი თუ სხვა, რითაც ქართულ ბაზარზე გამოვირჩევით. ახალ საწარმოში ხორცისა და თევზის, ნახევარფაბრიკატების, ხილ-ბოსტნეულის წარმოება-გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს. აქ, ფაქტობრივად, ყველა იმ პროდუქტს ვაწარმოებთ, რასაც მომხმარებელი ითხოვს. 2022 წელს სიახლე გვქონდა საქონლის და ქათმის ფერმებში, სადაც ახალი მიმართულებები დავამატეთ. კერძოდ, საქონლის ფერმაში დავამატეთ შოტლანდიური შავი ანგუსის ჯიშის საქონელი, რომლისგან საუკეთესო სასტეიკე ხორცი მიიღება, რაც სხვა საქონლის ხორცისგან გემოვნური მახასიათებლები გამოარჩევს.
ქათმის ფერმაში დაემატა სპეციალური მეკვერცხული ჯიშის ფრინველი, ვეტერინარების მიერ შედგენილი ფრინველის დაბალანსებული საკვები რაციონი განაპირობებს გამორჩეული, ჯანსაღი კვერცხის მიღებას, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, „აგროჰაბის“ სასათბურე მეურნეობა. 2022 წელს გაშენებული ახალი სათბურები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო მეტი ნატურალური ბოსტნეული შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს”, – აცხადებს ლაშა გოცირიძე.