დღეიდან აღმაშენებლის ხეივანზე, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთში, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.