28 მაისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანია SunExpress-თან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა.
ავიაკომპანია კვირაში ხუთი სიხშირით პირდაპირ,რეგულარულ რეისებს შემდეგი მიმართულებებით შეასრულებს: 28 მაისიდან, კვირაში ორი სიხშირით ანტალია-თბილისი-ანტალიის მიმართულებით.2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით იზმირი-თბილისი-იზმირის მიმართულებით.5 ივნისიდან კი, კვირაში ერთი სიხშირით ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით. SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, ის 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.