დაეხმარება თუ არა აჭარის მთავრობა, სტიქიით დაზარალებულებს და რა გეგმა აქვთ მათ
უამინდობა და შტორმი აჭარის რეგიონში გრძელდება, თუმცა ადა იმ სიმძლავრით რაც გუშინ იყო. სტიქიამ ოჯახები და მცირე მეწარმეები ძლიერ დააზარალა. რაც შეეხება კონკრეტულად რამდენა ზარალი, მისი დათვლა ამ დრომდე გრძელდება.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა გამართულ მთავრობის სხდომაზე, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებაზე ისაუბრა.
“„გუშინ განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბათუმის და ქობულეთის სანაპიროებს, ბულვარს. მინდა ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, ყველა სამსახურს, მაქსიმალურად დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად მოახდინონ ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შტორმისა და უამინდობის მიზეზით, ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დღემდე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები.