პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი A კატეგორიის ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდა და მისი აღდგენა შეუძლებელია

დედაქალაქში მიმდინარე თვის დასაწყისში 13 609 ნებართვა გაუქმდა, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია-ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი A კატეგორიის ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდა და მისი აღდგენა შეუძლებელია

უწყების ცნობით, პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი A კატეგორიის ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდა და მისი აღდგენა შეუძლებელია.

რაც შეეხება ლიცენზირების პროცესს, გასული წლის 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება.

„A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში 35 ათასზე მეტი ასეთი ნებართვა გაიცა.

2023 წლის 1-ელი აპრილიდან ყველა იმ ფიზიკურმა პირმა, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღო. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით. ამისათვის ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 1 აპრილამდე მათ უნდა გაეაქტიურებინათ დოკუმენტი.

დღევანდელი მდგომარეობით ტაქსის აქტიური 21 373 ნებართვაა.