9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – ზაფხულის წვიმა რომელიც, დიდი სტიქიის მიზეზი გახდა და ადამინების სიცოცხლე შეიწირა

13 ივნისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ტრაგიკულ თარიღად დარჩა. 9 წელი გავიდა ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიიდან , რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ორი კი დაკარგულად ითვლება. მძიმე დღე 9 წლის წინ ზაფხულის წვიით დაიწყო, რამაც მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია.

9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – ზაფხულის წვიმა რომელიც, დიდი სტიქიის მიზეზი გახდა და ადამინების სიცოცხლე შეიწირა
9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – ზაფხულის წვიმა რომელიც, დიდი სტიქიის მიზეზი გახდა და ადამინების სიცოცხლე შეიწირა
9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – ზაფხულის წვიმა რომელიც, დიდი სტიქიის მიზეზი გახდა და ადამინების სიცოცხლე შეიწირა
9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – ზაფხულის წვიმა რომელიც, დიდი სტიქიის მიზეზი გახდა და ადამინების სიცოცხლე შეიწირა

13 ივნისის მძიმე ღამის ქრონიკა კი ასეთია:

23:35 საათზე წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ჩამოშლილმა მიწამ გზის 650-მეტრიანი მონაკვეთიც წაიღო. ღვარცოფი დედაქალაქისკენ დაიძრა.

23:50 – დაძრულმა მასამ მდინარის გამტარი გვირაბი გაჭედა, რომელიც მალევე მდინარემ გაარღვია.

00:35 – ივლიტა ჯიბუტი მეუღლესთან დამეგობრებთან ერთად ეპიცენტში მოყვა, მათი საცხოვრებელი წყალმა წაიღო, მაშველებმა მეუღლის გადარჩენა შეძლეს.

00:40 – სულ მალე წყლის მასა წყნეთის ქუჩის მიმართულებით დაიძრა. წყალმა მომატება დაიწყო. ღვარცოფი მტკვართან დაამკავშირებელ გვირაბს დაეჯახა, ჩახერგა და ტალახში შერეულმა მასამ დაგუბება დაიწყო. რამდენიმე წუთში წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია და გვირაბის ზევიდან გადავიდა.

მდინარე ვერეს ხეობაში მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. ხეობაში მოვარდნილმა წყალმა მობინადრეებთან ერთად წაიღო სახლებიც. სამაშველო ოპერაციისას ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი ადგილზე დაიღუპა. მან საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, ტრაგედიის ღამეს, მან 7 ადამიანი გადაარჩინა.

02:30 – წყალმა მთლიანად დაფარა ზოოპარკი. მოვარდნილ ღვარცოფს მისი სამი თანამშრომლი ემსხვერპლა. ზოოპარკის 600 მობინადრიდან ცხოველების ნახევარი დაიხრჩო, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო.

წყალდიდობის შემდეგ, ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ, მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა.