რა ეტაპზეა თბილისში 9 აპრილის ქუჩა, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს და რამდენი დაიხარჯება პროექტისთვის

თბილისში, მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩაზე რეაბილიტაცია დაიწყო რისთვისაც ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდა. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალა ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელია ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და მოძრაობა შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

რა ეტაპზეა თბილისში 9 აპრილის ქუჩა, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს და რამდენი დაიხარჯება პროექტისთვის

რეაბილიტაციის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლების პროცესი მიმდინარეობს

„პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც, როგორც ნახეთ, მძიმე მდგომარეობაში იყო. შესაბამისი კომპანიები ჩართულები არიან და ივლისის ბოლოს, ვფიქრობთ, ყველანაირად დავასრულებთ სამუშაოებს და კეთილმოწყობას.

არ შეიცვლება პარლამენტის გვერდით არსებული საფეხმავლო ბილიკი. დანარჩენი, ყველაფერი მოწესრიგდება. გარდა ამისა, სამუშაოებით შევედით პარლამენტის უკანა ქუჩაზეც, რომელიც გვინდა, მოვაწესრიგოთ და მთლიანად განვაახლოთ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები და LED სანათები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდა და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.