8 ფოტო თბილისური ეზოდან, რომელიც ემოციებს მოგგვრით და ბავშვობის დროინდელ ძველ ქალაქს გაგახსენებთ
ის, რაც ფოტოებზე ჩანს ძნელი სათქმელია ექვემდებარება თუ არა, რეაბილიტაციას, ვინაიდან საცხოვვრებელი სახლის საძირკველი და კედლები სავალალო მდგომარეობაშია.
8-ფოტო, რომელიც მკითხველმა ძველი თბილისის, ერთ-ერთ ეზოში გადაიღო, განსაკუთრებულ ემოციებს მოგგვრის მათ, ვინც იცის რას ნიშნავს თბილისური ეზო. თავად შენობა სამი მხრიდან უკავშირდება ერთმანეთს და საერთო ეზო აერთიანებთ, რომელიც ძველებური დიდი, რკინის ჭიშკრით იკეტება.
ერთ, დროს აქ ალბათ ბევრი ოჯახი ცხოვრობდა, ვინაიდან ამ არქიტექტურის პრინციპიც, თავის დროზე სწორედ ეს იყო. როგორც კადრებზე ჩანს, აქ ისევ ცხოვრობენ ოჯახები, თუმცა ახლა შენობა მთლიანად ავარიულია.
მიზანი, რის გამოც ეს ფოტოები გამოგვიგზავნეს, იყო ძველი თბილისის ემოციები და ძველი ქალაქის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელსაც სწორედ თბილისური ეზოები ქმნიდა და სწორედ ამან, როგორც ჩანს ჩვენს მკითხველზე განსაკუთრებით იმოქმედა.
რაც შეეხება შენობის რეაბილიტაციას, ჩვენ საკითხს შესაბამის უწყებაში მოვიკითხავთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც სწორედ ძველი, ავარიული სახლების განახლებაs გულისხმობს.