77 ხიდი და 43 გვირაბი – რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის 36 კმ-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს
ისტორიული პროექტი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთან ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით აკავშირებს, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის მაგისტრალური გზის 36 კმ-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, ხოლო გზა 77 ხიდსა და 43 გვირაბს მოიცავს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფორმაციის თანახმად, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის, 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება.
რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია.
ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს, მათ შორის, განათების სისტემას.