ამ წუთებში თბილისში 60 წლის კორპუსს ახალ საკანალიზაციო სისტემას უყენებენ-მოსახლეობა შექმნილი დისკომფორტის გამო უკმაყოფილოა
წლებია აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობა, კანალიზაციის გამო შექმნილ პრობლემებზე ჩივის და როგორც ირკვევა არა ერთხელ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
დედაქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გურამიშვილის 36 ნომერში, საკანალიზაციო სისტემა სრულიად შეიცვლება და ახალი გაკეთდება, სამუშაოები კორპუსის მიმდებარედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
უცნაურია, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, ადგილობრივებმა შექმნილი დისკომფორტზე უკმაყოფილება გამოთქვეს. არადა მუნიციპალიტეტს ორი წლის მანძილზე დახმარების თხოვნით არა ერთხელ მიმართეს.
აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საცხოვრებელზე თვითნებული მიშენებებია, რომელთა უმეტესს ნაწილს ფასადური ცვლილებები აქვს. ერთი შეხედვით, მიშენებების ნაწილი ავარიულია, თუმცა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან ირკვევა, ავარიულ ნაწილზე არანაირი საექსპერტო დასკვნა არ გაკეთებულა.