რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. პროექტის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ თანხმობა გაცემულია.
შენობის უკანა მხარეს ძველი ნაგებობის დემონტაჟი განხორცილდა, რათა ახალი სასრუმროსთვის ადგილი გაფართოვდეს. უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს დაიკავებს.
შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა. ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარამდე იქნება.