დღეს, როდესაც საქართველოში არსებულ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, რომელმაც მსოფლიოში არაერთხელ გაითქვა სახელი, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ საიდან მომდინარეობს პირველი სასტუმროები - ე.წ. ქარვასლები, რომლებიც ჯერ კიდევ შორეულ წარსულში 2000 წლის წინ ჩვენს ერამდე, ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებში წარმოიშვნენ.

ისინი წარმოადგენდნენ უძველეს განთავსების საშუალებებს მოგზაურების, ვაჭრების, მომლოცველებისა და მსახიობებისათვის. დიდი სახალხო დაწესებულებები აზიის ქალაქებში, გზებზე და დაუსახლებელ პუნქტებში მოგზაურთა, როგორც წესი, სავაჭრო ქარავნების ღამის გასათენებელი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ატარებდნენ.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას

ქარვასლები ზოგჯერ საკმაოდ ფუფუნებით მოწყობილი, თუმცა უფრო ხშირად ძალიან მარტივი და მოუწყობელი შენობები იყო, სადაც მოგზაურებს თავად უნდა ჰქონოდათ საწოლი ხალიჩები და სურსათი თავიანთთვის და მათი პირუტყვისთვის. ხშირად ამ დაწესებულებაში მხოლოდ წყალი იყო, რომელიც შორიდან მოჰქონდათ და დიდი შეფერხებებით. ქარვასლას აუცილებლად ჰქონდა პირუტყვის დასაბმელი თავლა.

მსხვილ ქალაქებში ქარვასლა სრულფასოვან თანამედროვე სასტუმროს ჰგავდა, დამატებითი მომსახურებით – კვებით, აბანოებით და ფულის გაცვლის პუნქტებით. სავაჭრო გზებზე კი ეს იყო მარტივი კონსტრუქციის ოთხკუთხა ნაგებობა შუაში ეზოთი და მის ცენტრში კი ჭით. შენობის გარე კედლები როგორც წესი გამაგრებული იყო ავაზაკთა თავდასხმის ან ალყის მოკლე ხნით მოგერიებისთვის.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას

ტერმინი „ქარვასლა“ საქართველოში გაბატონებულია უკვე XVII—XVIII საუკუნეებში. უფრო ადრე სასტუმრო სახლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა “ფუნდუკი”. შენდებოდა ორ, სამ და ოთხსართულიანი ქარვასლები, ძირითადად კი გავრცელებული იყო შიგაეზოიანი და დარბაზული. ქარვასლას ჰქონდა საცხოვრებელი ოთახები, სავაჭრო დუქნები, საქონლის შესანახი სარდაფები, საჯინიბოები და ეზოები პირუტყვის გასაჩერებლად. XIX საუკუნეში თბილისში 13 დიდი ქარვასლა იყო. თბილისის ქარვასლებში ინახებოდა და მერე ნაწილდებოდა მთელ ამიერკავკასიაში უცხოეთიდან შემოტანილი საქონელი. ქარვასლაში გაჩერებული ვაჭარი იხდიდა ბაჟს — საქონლის ფასის 1/4-ს. გარდა სავაჭრო ოპერაციებისა, აქ ხდებოდა სავაჭრო გარიგებები, დგებოდა კომერციული ხასიათის საქმეები და სხვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში, სარკინიგზო ხაზის გაყვანის შემდეგ ქარვასლამ დაკარგა მნიშვნელობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქარვასლები, რომელთა უმეტესობა კალაში, სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას

ყველა თბილისელმა იცის, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე კოტე აფხაზის, სიონისა და ერეკლე მეორის ქუჩების შესაყარზე ისტორიული, წითელი აგურის ნაგებობა მდებარეობს, რომელსაც ათწლეულებია სტუმარი აღარ მიუღია. ძველად აქ სიცოცხლე ჩქეფდა. შენობაში მოქმედებდა ხოჯაპორუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა, რომელიც იმ პერიოდის ამსახველ ფოტოებზე, თავისი გამორჩეული არქიტექტურული სტილით, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. იმ დროს შუა ბაზრის სახელით ცნობილი ტერიტორია, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც ზემო კალას ქვემო კალასგან ყოფდა. ყოფილი შუა ბაზრის ტერიტორიაზე შემორჩა რამდენიმე ქარვასლის შენობა, რომლებიც წარმოდგენას ქმნის ძველი ქალაქის ცხოვრებაზე.

არქიტექტურის ისტორიკოსები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ “ძველი აგურით ნაგებ” სარდაფს, რომელიც ქარვასლის წინამორბედ შენობას ეკუთვნის.
კვლევებში აღნიშნულია, რომ შენობა სავაჭრო ფუნქციას 1930-იან წლებამდე ინარჩუნებდა, რის შემდეგაც, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, დანიშნულება რამდენჯერმე შეეცვალა: იქ ჯერ მილიცია ფუნქციონირებდა, 1972-1984 წლებში კი – სპორტკომიტეტი. ბუნებრივმა მოვლენებმა, უყურადღებობამ მნიშვნელოვნად დააზიანა შენობა და შეუცვვალა იერსახე. სამუშაოები ნაგებობას 1991 წელს ჩაუტარდა.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას

“თბილისში ისტორიული ქარვასლის შენობის იერსახე ნადგურდება”, – სულ ორი წლის წინ ამ შეძახილებით თბილისის მაცხოვრებლები და არქიტექტორები განგაშის ზარს სცემდნენ. ძველ არქიტექტურულ შედევრზე შეუსაბამო დაშენებას მოქალაქეები ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევდნენ. მათი განმარტებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან საჭირო იყო დროული რეაგირება, რათა სავალალო შედეგები არ მიგვეღო და კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაგვეკარგა. წითელი აგურის ნაგებობის ფანჯრების ნაწილს სამშენებლო ბადეები ფარავდა, მეორე ნაწილიდან კი ნათლად ჩანდა ინტერიერი, რომელსაც თითქმის აღარაფერი ჰქონდა საერთო საუკუნის წინანდელ სურათთან.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას

რა ვითარებაა დღეს? – ისტორიული ქარვასლის ადგილას ახლა სასტუმრო ფუნქციონირებს. ძველი სახელი და ფუნქცია შეუნარჩუნებიათ – მას ახლა სასტუმრო “ქარვასლა” ეწოდება.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას

ძველ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე კულტურული ძეგლი „ქარვასლას“ რეკონსტრუქცია, შეცვლილი იერსახითა და სასტუმროს ფუნქციით 2024 წლის პირველი მაისიდან ოფიციალურად გაიხსნა.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ისტორიული „ქარვასლის“ ადგილას

5-ვარსკვლავიან სასტუმროს Qarvasla Hotel-ს აქვს ტერასა, რესტორანი და ბარი. სასტუმრო ქარვასლაში 6-7 ივლისის მდგომარეობით, 1 დღე-ღამით განთავსება 413 ლარს შეადგენს.