5 ცათამბჯენინი 16 წლის წინ დანგრეული რესტორნის ნაცვლად-თბილისში ახალი მრავალსართულიანი შენობების აშენება იგეგმება
თბილისის მერიას, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, ყოფილი რესტორნის „არაგვის“ ტერიტორიაზე ხუთი მულტიფუნქციური ცათამბჯენის აშენების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებაზე მოთხოვნა წარედგინა.
მერიისთვის წარდგენილი გეგმის მიხედვით, ტერიტორიის სრულად საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად განვითარებაა დაგეგმილი, ასევევ საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების განთავსება. ტერიტორიაზე დაგეგმილია 5 მაღლივი შენობის აშენება, მაქსიმალური სიმაღლე იქნება 210მ. ხუთივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით.
უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მერია ცათამბჯენებთან მიმართებაში.