3,1 მლნ ლარი 60 ავტომობილისთვის-“თბილსერვის ჯგუფი” ტენდერს აცხადებს
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 136 000 ლარია. საუბარია 60 ერთეულ ჰეჩბეკის ტიპის მსუბუქ ავტომანქანაზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), განბაჟებული და გამოშვებული არაუადრეს 2023 წლისა.
წინადადებების მიღება 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.