3 მიმართულება, რომელიც სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში
უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და 800 000 000 ლარი შეადგინა 2022 წელს. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სტუდენტების უმეტესობა სახელმწიფო სექტორშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორის წილი მზარდია, რაც ძირითადად გამოწვეულია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სწრაფი ზრდით.
„ამასთან, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2022/23 წლებში მკვეთრად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმოსვლის გამო, რაც საქართველოს განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს – საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%-ს შეადგენს და აღემატება სხვა მრავალი ქვეყნის მაჩვენებელს, მათ შორის ევროკავშირს (8.4%) და აშშ-ს (5.1%).
საბაკალავრო საფეხურზე სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამები ყველაზე მოთხოვნადია, ხოლო მაგისტრატურაზე – ჯანდაცვის პროგრამები, რაც უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის შედეგია,“- ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშში.