3,5 მილიონი ლარი მახინჯაურსა და კახაბერში წყლის სისტემის მოსაწყობად გამოიყო-როდის დაიწყება და რომელ მისამართებზე მოეწყობა ახალი სისტემა?
მახინჯაურისა და კახაბრის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 564 296 ლარია. „ბათუმის წყალი“ მუნიციპალური კომპანიაა და სამუშაოებისთვის საჭირო თანხას, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საკუთარი შემოსავლებით გადაიხდის.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა მახინჯაურში კონკრეტულ მისამართებზე:
თამარ მეფის გამზირის III შესახვევის N32-დან N50-მდე;
თამარ მეფის გამზირის I შესახვევის N15-დან N37-მდე;
მარკოზ აჭარელის III შესახვევის N38-დან N46-მდე;
ასევე, კახაბრის დასახლებაში [თუმცა, აქ კონკრეტული ქუჩები მითითებული არ არის].
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.
სამუშაოს შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეა.