2023-25 წლებში საქართველოში 292 სასტუმროს მშენებლობა იგეგმება
2023-25 წლებში საქართველოში 292 ახალი სასტუმრო აშენდება. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ყველაზე მეტი განთავსების ობიექტი ექსპლუატაციაში თბილისში შევა. ჯამში, დედაქალაქში 65 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს აქ 47, ხოლო აჭარას 46 განთავსების ობიექტი შეემატება.
რეგიონებში კი, სადაც ყველაზე ცოტა სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი, ახალი განთავსების ობიექტები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ 5 განთავსების ობიექტის გეგმაა, შიდა ქართლში ახალი სასტუმროების მშენებლობის დასრულების შედეგად, საქართველოს ტურიზმის სექტორში დამატებით 33 729 საწოლი ადგილი გაჩნდება. ოთახების რაოდენობა კი წინასწარი გათვლებით, 17 000-მდე იქნება.